შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის. ამ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი, დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ საჭიროა მოთმინების გარკვეული ელემენტი. ამასთან, არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. თუ შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მივიღებთ ორივე მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტს და ის აჩვენებს, რომ ისინი მიდიან დათმობებზე და თავიანთ მიდგომებში რაციონალურია, მაშინ, ვფიქრობ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები არსებული ჩიხიდან გამოიყვანოს, ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირი საუბარია. დონალდ ტრამპმა ღიად გამოხატა სურვილი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დაგეგმილია, მაგრამ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება. მზადყოფნა ასევე რუსულმა მხარემ გამოხატა, ამიტომ ახლა საქმე ეხება ყველას ერთად შეკრებას და იმის განსაზღვრას თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა“, - განაცხადა რუბიომ.