მერილინ მონროს გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ლეგენდარული ქერათმიანის როლი კიდევ ერთმა მსახიობმა მოირგო. მილა იოვოვიჩი ფრანგულ ჟურნალ „Madame Figaro“-სთვის რეტრო ფოტოსესიაში გამოჩნდა.
ჟურნალის ახალი ნომერი კანის კინოფესტივალის დაწყებამდე გამოვიდა, რომლის სიმბოლოც წელს მერილინ მონროა. ქერა თმითა და წითელი პომადით მილა მეოცე საუკუნის მთავარი სექს-სიმბოლოს ხასიათს ნამდვილად შეეფერება. ვარსკვლავმა მონროს განუმეორებელი ეპოქის ატმოსფეროს გადმოცემა შესანიშნავად შეძლო.
მსახიობის თქმით, ეკრანზე მონროს ყურებისას მაყურებელი ვერასოდეს წარმოიდგენს, თუ რა საშინელებების გადატანა მოუწია ვარსკვლავს.
„მერილინი, უბრალოდ, სექს-სიმბოლო იყო, ქერათმიანი ქალი კომედიიდან, თუმცა, მასში უზარმაზარი დრამატული ტალანტი იმალებოდა.“-აღნიშნავს მილა.