გუშინ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე რეგიონული მედიის პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ყველა ჟურნალისტი, ვინც აკრედიტებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, სარგებლობს სრული უფლებით, დაესწროს პრეზიდენტის ღონისძიებებს“ და „არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ღონისძიებებზე დაშვების უფლება არ ჰქონოდა მედიის რომელიმე წარმომადგენელს“.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, დღეს კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ პრეზიდენტის პრეს-სპიკერს წერილი და ის ფაქტობრივი მასალა გაუგზავნა, რომელიც ნათლად ასახავს რეგიონულ ჟურნალისტებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრობლების, პრეზიდენტისა და სხვადასხვა მინისტრების დაცვის სამსახურის თანამშრომლების ზეწოლის ფაქტებს.