რუსეთში დემონსტრაციები ისევ გრძელდება

რუსეთში დემონსტრაციები ისევ გრძელდება

აქცია „დაიკავე აბაის“ ფარგლებში დემონსტრაციები მოსკოვში გრძელდება. „ჩისტოპრუდნის“ ბულვარზე ასობით ადამიანია გამოსული,  გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები დემონსტრაციის დაშლას აპირებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა,  აქციის აქტივისტები არ დაშლილან.

აქციაზე  გამოჩნდნენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც სპეციალური აქტები შეადგინეს. იმის შესახებ, რომ ბულვართან ომონის მებრძოლები გამოჩნდნენ, ინფორმაციას ავრცელებს ქსენია სობჩაკიც. მედია უკვე იმის შესახებაც წერს, რომ დემონსტრანტების ნაწილი კარვების სხვა ადგილას გადატანას გეგმავს.


გავრცელებული ცნობით, ქალაქის მერია დემონსტრანტებს მოსკოვის დაბინძურებაში ადანაშაულებს, რის გამოც მათ დაშლას ითხოვს.

 
შეგახსენებთ, გუშინ „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც უკანონო დაკავებას  შიმშილობით აპროტესტებდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალში გადაიყვა