იანუკოვიჩი ევროკავშირის პოზიციას გამოეხმაურა

იანუკოვიჩი ევროკავშირის პოზიციას გამოეხმაურა

უკრაინის ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას  ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ უკრაინა მზადაა დასავლეთისგან რჩევები მიიღოს, თუმცა დამცირებას ქვეყანა ვერავისგან მოითმენს.

განცხადებები ქვეყნის პირველმა პირმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირში იმის განხილვა დაიწყეს, გამოუცხადებენ თუ არა „ევრო 2012-ს“ ბოიკოტს ტიმოშენკოს საქმის გამო.