ნიკა ვაშაკიძე ჩეხ კოლეგას შეხვდა

ნიკა ვაშაკიძე ჩეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გუშინ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს ირჟი შნაიდერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. საუბრისას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მხარდაჭერა გამოხატა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისადმი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი აქტივიზაციის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე აქტუალური საკითხები.