„თავისუფალმა საქართველომ“ დაიწყო საინფორმაციო გაზეთის გავრცელება. პირველი ნომერი დაიბეჭდა 9 მაისს და მისი გავრცელება უკვე დაიწყო დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში.
გაზეთი 24 გვერდიანია, მასში გამოქვეყნებულია როგორც პარტიის წევრების, ისე საზოგადოების წარმომადგენლების ინტერვიუები. გამოცემის პერიოდულობაა ერთი თვე და ის მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება.
უახლოეს დღეებში გაზეთის გავრცელება დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით.