ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
ფოჩხუას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც გავეშებულები შეურაცხყოფას აყენებენ საარჩევნო შტაბთან მყოფ მოქალაქეებს არ არიან „მშვიდობიანი აქციის, მშვიდობიანი მომიტინგეები“.
„აი ასეთი გავეშებული რომ მიხვალ საარჩევნო შტაბთან, დედის გინებით და შეურაცხყოფით იქ მყოფი ადამიანების მიმართ, რომელნიც არ გერჩიან, იმიტომ რომ არ გელოდებიან, როგორ ხართ მშვიდობიანი აქციის, მშვიდობიანი მომიტინგეები?
ასე "დააბოლეთ" თქვენი პატრონები, ვინც გმართავთ“,-წერს ნინო ფოჩხუა.
ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი წესრიგი.
ვისაც სურს თავისი ნებისმიერი პოლიტიკური აზრის გამოხატვა, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება, წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ობიექტებიდან (საარჩევნო შტაბები, საარჩევნო შეხვედრის ადგილები, საარჩევნო უბნები) მინიმუმ 500 მეტრის მოშორებით და არჩევნების შემდეგ, კანონით დასაშვებ ნებისმიერ ადგილზე.
4 ოქტომბრის დილის 6 საათიდან, 5 ოქტომბრის დილის 6 საათამდე კატეგორიულად უნდა აიკრძალოს, საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელი ნებისმიერი აქტივობა (შეკრებები, მიტინგები, მსვლელობები და სხვა), მთელი ქვეყნის მასშტაბით.