ლადო პაპავა: ლაზიკის ჭაობში აშენდება იუსტიციის სახლი,  რომელიც  კოღოებსა და ბაყაყებს მოემსახურება

ლადო პაპავა: ლაზიკის ჭაობში აშენდება იუსტიციის სახლი, რომელიც კოღოებსა და ბაყაყებს მოემსახურება


ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის, ლადო პაპავას შეფასებით, ქალაქ ლაზიკის პროექტი არანაირ ეკონომიკურ გათვლებს არ ემყარება და რეალურად საქართველოს ამ ქალაქის ასაშენებლად  რესურსი არ გააჩნია.

პაპავას განცხადებით, ეს უბრალოდ,  აკვიატებული ავადმყოფური აზრია, რომლის ტყვეობაშიც დღეს  ხელისიუფლებაა.

„საერთოდ არანაირი გათვლა ამ პროექტს არა აქვს, ისევე როგორც ძალიან ბევრ რაიმეს ჩვენს ქვეყანაში. ეს უბრალოდ აკვიატებაა და ამ  აკვიატებას  მთელი ქვეყანა მიჰყვება. ამ აკვიატებაში დაიხარჯება მილიონები, მანამ სანამ  ესენი ხელისუფლებაში იქნებიან“,-განაცხადა პაპავამ.

შეკითხვის პასუხად, რეალურად შესაძლებელია ლაზიკაზე მართლაც დაიხარჯოს მილიონები, პაპავას მულტფილმის მაგალითი მოჰყავს: „სოფლის შენებას რა უნდა? კარგი პირველის თქმა უნდა.  აი, ამ პირველს იძახიან და არიან“,-აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, ის ხალხი, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და როგორც თვითონ ფიქრობენ,  50 წელი კიდევ ხელისუფლებაში იქნებიან, რაღაც სისულელეს გააკეთებენ.

„ მაგალითად,  პირველი შენობა რომელიც ე.წ. ლაზიკაში  შენდება  ეს იუსტიციის სახლია.  ჭაობში აშენდება იუსტიციის სახლი,  რომელიც  კოღოებსა და ბაყაყებს მოემსახურება. ასეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება.  ხოლო თუ ქართველმა ხალხმა ამათ აცადა,  არჩევნები მოდის და თუ არ შეიცვალა სიტუაცია,  კიდევ რაღაც მორიგ სისულელს გააკეთებენ და  ქალაქს დაარქმევენ“,-განაცხადა პაპავამ.