გელა მთივლიშვილი: ანალოგიური სახის მიმართვას,უფრო დეტალური ინფორმაციის შემცვლელს საერთაშორისო და ჟურნალისტურ ორგანიზაციებსაც გავუგზავნით

გელა მთივლიშვილი: ანალოგიური სახის მიმართვას,უფრო დეტალური ინფორმაციის შემცვლელს საერთაშორისო და ჟურნალისტურ ორგანიზაციებსაც გავუგზავნით

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში რეგიონებში ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშემშლელი და ძალადობის ფაქტები გახშირდა. ამიტომ იგი აუცილებელ ფაქტორად სახელმწიფოს და პრეზიდენტის მხრიდან ამ ფაქტებზე  ადექვატური რეაგირებასა და და მის აღმოსაფხვრელად რეალური ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს.

„ჩვენ დღეს სპეციალური განცხადებით მივმართეთ პრეზიდენტს, რათა თითოეულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება.ისე კი არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და შემდეგში დაუსრულებლად გაგრძელდეს ძიება, არამედ რეალურად დადგეს შედეგი, რათა პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და პრესსამსახურის თანამშრომლებმა აღარ გაბედონ ისეთ ქმედებები, როგორიც ჩვენი საინფორმაციო ცენტრების ჟურნალისტებზე და სხვა მედიაორგანიზაციების კორესპოდენტების მიმართ განხორციელდა“ ,- განაცხადა მთივლიშვილმა.

მთივლიშვილის თქმით, „აღნიშნული ქმედებები დისკრიმინაციულია“, რის გამოც ჟურნალისტებს კონსტიტუციით  გარანტირებული უფლებები ეზღუდებათ.

„არ ვიცი ამას რამდენად მოყვება ადექვატური რეაგირება, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის.  ამასთან ჩვენ ვგეგმავთ, ანალოგიური სახის მიმართვა, ოღონდ უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაციის შემცველი საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებსაც გავუგზავნოთ“ - დასძინა მთივლიშვილმა.

ცნობისთვის კახეთის (www.ick.ge), აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის (www.tspress.ge), შიდა ქართლის (www.qartli.ge), მცხეთა - მთიანეთის (www.icmm.ge) საინფორმაციო ცენტრებმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით მიმართეს.