სტალინის უფროსი ვაჟის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილს ფარდა აეხადა

სტალინის უფროსი ვაჟის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილს ფარდა აეხადა

დღემდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომელიც სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის გარდაცვალების უცნობ გარემოებებს ასახავდა, ხელმისაწვდომი გახდა.

 

ცნობილია, რომ იაკობ ჯუღაშვილი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკ ზაქსენჰაუზენში 1943 წელს გუშაგმა მოკლა.

 

რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის მიხაილ ზუევის თქმით, სტალინის  ტყვედ ჩავარდნილი ვაჟის, უფროსი ლეიტენანტ იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის პროტოკოლიდან ირკვევა, რომ იგი 1941  წლის16 ივლისს, ლიასნოვოს რაიონში ტყვედ ჩავარდა.  ამ დროს ის მე-14 სატანკო დივიზიის მე-14-ე საზენიტო ბატარეას მეთაურობდა.

 

დოკუმენტების საშუალებით ასევე ცნობილი ხდება, რომ იაკობ ჯუღაშვილი 1942 წლის ივნისში ჯერ სამხრეთ ბავარიის სამხედრო ტყვეების ბანაკში ჰყვადათ, შემდეგ კი, ზაქსენჰაუზენში გადაიყვანეს. 

 

ოდესღაც გასაიდუმლოებული მასალებიდან ირკვევა, რომ ჯუღაშვილი  საკონცენტრაციო ბანაკის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილს ხშირად გამოხატავდა და საუბარი არავისთან სურდა. ბანკში ჯუღაშვილი  გულჩათხრობილი იყო და  ცდილობდა დამოუკიდებლად ყოფნას.

 

1943 წლის ბოლოს იაკობმა რიგითი გასეირნების შემდეგ, მოულოდნელად უარი თქვა უკან დაბრუნებაზე და ნეიტრალური ბილიკისკენ გაემართა. გუშაგმა მისი შეჩერება შეძახილით სცადა, რამაც იაკობი გააღიზიანა.იაკობმა ყვირილი დაიწყო, შემოიგლიჯა მაისურის საყელო და დაუყვირა ჯარისკაცს: „ მესროლე“!  გუშაგმა თავში ესროლა ჯუღაშვილს და მოკლა“, - ამბობს მიხაილ ზუევი.