იაპონელი ჟურნალისტების რვაკაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობს. დღეს, ისინი სიღნაღსა და წინანდალს ეწვივნენ.ხვალ კი, თბილისს, მცხეთასა და გორს დაათვალიერებენ. ტოკიოდან ჩამოსული სტუმრებს შემდეგი გასვლა სტეფანწმინდაში ექნებათ.
ბეჭდური მედიის წარმომადგენლების ჩამოსვლა საქართველოში სუამ-ის ტურისტული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.
ჟურნალისტები სამდღიანი ქართული ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანს, უკრაინასა და მოლდოვას ესტუმრებიან.