დაახლოებით ერთი საათის წინ თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე. დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე შენობას თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა.
ბოლო ინფორმაციით, ბანკის არცერთი თანამშრომელი და მომხმარებელი არ დაზარალებულა. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა ტიპის იარაღით მოქმედებდნენ თავდამსხმელები.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არ ხმაურდება. უცნობია შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის გატანა.
სავარაუდოდ, ბანკის შენობაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, შეძლეს თავდამსხმელების დაფიქსირება.