თამთა ლიპარტელიანის მამა ბრეივიკის პროცესზე დასასწრებად გაემგზავრა. ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში განხორციელებული ყველაზე სისხლიანი ტერაქტის ორგანიზატორის და შემრულებლის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამას ნორვეგიაში სასამართლო პროცესზე დაკითხავენ. მას ბრეივიკის გასამართლება საერთაშორისო კანონმდებლობით სურს.