ვატო შაქარიშვილი: საბერძნეთი, დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების გამო, 700-ზე მეტ სკოლას ხურავს. ეს დამართა ევროკავშირმა უძველეს ქრისტიანულ, ევროპის სულისჩამდგმელ საბერძნეთს

ვატო შაქარიშვილი: საბერძნეთი, დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების გამო, 700-ზე მეტ სკოლას ხურავს. ეს დამართა ევროკავშირმა უძველეს ქრისტიანულ, ევროპის სულისჩამდგმელ საბერძნეთს

ევროკავშირი მრავალმხრივ კრიზისებში იძირება, რაც თითოეულ წევრ ქვეყანას კატასტროფის წინაშე აყენებს. ღირებულებითი დეგრადაციის პარალელურად, უმძიმესი ვითარებაა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ვაშინგტონის მიერ ბრიუსელზე და შესაბამისად მთლიანად ევროკავშირზე თავსმოხვეულმა ლგბტ იდეოლოგიამ; მწვანე პოლიტიკამ; უკონტროლო მიგრაციამ ევროპულ ქვეყნებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, ეს გამოუსწორებელი ზიანი აისახა საბერძნეთზეც, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, დემოგრაფიული კრიზისის გამო 700-ზე მეტი სკოლა იხურება. 

შაქარიშვილი ევროპის ოფიციალური სტატისტიკური სისტემის ანგარიშზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელში განხილული ინდიკატორებიც საგანგაშოა, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ და ღირებულებით ნაწილთან ერთად, სადაც ცალსახად გვითხრეს თუ რა ფასი უნდა გადავიხადოთ ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებით დაწინაურებაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე ევროკავშირის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური უმძიმესი კრიზისების შესახებ.

"ევროკავშირი მრავალმხრივ კრიზისებში იძირება, რაც თითოეულ წევრ ქვეყანას კატასტროფის წინაშე აყენებს. ღირებულებითი დეგრადაციის პარალელურად, უმძიმესი ვითარებაა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ვაშინგტონის მიერ ბრიუსელზე და შესაბამისად მთლიანად ევროკავშირზე თავსმოხვეულმა ლგბტ იდეოლოგიამ; მწვანე პოლიტიკამ; უკონტროლო მიგრაციამ ევროპულ ქვეყნებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საბერძნეთი, დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების გამო, 700-ზე მეტ სკოლას ხურავს. ეს დამართა ევროკავშირმა უძველეს ქრისტიანულ, ევროპის სულისჩამდგმელ საბერძნეთს. დაასუსტა ეკონომიკურად, გახვია საგარეო ვალებში, დაეუფლა მის რესურსებს და ბოლოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდეც მიიყვანა. ამ ყველაფერთან ერთად უკონტოლო მიგრაციამ ადგილობრივ მოსახლეობაში გააჩინა დემოგრაფიული პრობლემები, თანაც ისეთი მწვავე, რომ 700-ზე მეტი სკოლის დახურვა უწევთ.

ასევე, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ევროპის ოფიციალური სტატისტიკური სისტემის(Eurostat) ანგარიში, რომელში განხილული ინდიკატორები საგანგაშოა.

პირველი საკვანძო ინდიკატორი შობადობის მაჩვენებელია, რომელიც 1960-იანი წლებიდან სტაბილურად მცირდება და ამჯამად 1.46-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ევროპას ადგილობრივი მოსახლეობის შენარჩუნება სულ უფრო მეტად გაუჭირდება. პოზიტიურია, რომ ევროკავშირში სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია(81.5წელი), მაგრამ შობადობის მაჩვენებლის კლების ფონზე, ხდება მოსახლეობის სწრაფი დაბერება, შესაბამისად იზრდება სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები, რაც დამატებით ტვირთად აწვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტებს.

Eurostat-ის აგნარიშში მიმოხილულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, სადაც უკანასკნელი წლების დინამიკა მკვეთრად ნეგატიურია. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკები საშუალოდ 2.7%-ით გაიზარდა, ევროკავშირმა მხოლოდ 0.4%-ის მიღწევა შეძლო. Eurostat-ის ბოლო ათი წლის ჯამური ზრდის ინდიკატორის მიხვედვით, სიტუაცია კიდევ უფრო სავალალოა: მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკის საშუალო ზრდა ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 31%-ს შეადგენდა, ევროკავშირმა მხოლოდ 18%-ის მიღწევა მოახერხა, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის 60%-საც კი ვერ აღწევს!

გლობალურ მშპ-ში ევროკავშირის წილი 2023 წელს 14.7% შეადგენდა, რაც დაახლოებით აშშ-ის მაჩვენებელს უტოლდება(14.8%), თუმცა უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთის წილს, რაც 18.8%-ს შეადგენს.

მაშინ, როდესაც 2008 წელს, ევროკავშირის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში 25.6%-ს აღწევდა.

ევროპული კონკურენტუნარიანობის დაცემა აშკარაა. ეს მაჩვენებლები უკვე არა ჩამორჩენაზე, არამედ აშკარა დაცემაზე მიუთითებენ.

ასევე მძიმე ვითარებაა ევროპის ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც თანამედროვე ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია.

ევროკავშირის ენერგიის იმპორტის მოთხოვნილება დაახლოებით სამჯერ აღემატება მის საექსპორტო შესაძლებლობებს. არცერთი სხვა დიდი ქვეყანა არ არის ისე დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, როგორც ევროკავშირი. სიტუაცია საპირისპიროა მაგალითად შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემთხვევაში, სადაც ენერგეტიკული ექსპორტი, აღემატება იმპორტის მოთხოვნილებას.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით Deep State-მა ევროკავშირი დატოვა იაფი ენერგო რესურსების გარეშე და უკანასკნელი კაბალური შეთანხმებით კი, აშშ-მა ევროკავშირს დააკისრა ვალდებულება მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეისყიდოს 700 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული ნედლეული, ეს ყველაფერი კი გაცილებით უფრო ძვირად, ვიდრე იქამდე უჯდებოდა ევროკავშირს, როდესაც რუსულ ენერგეტიკულ რესურსებს ყიდულობდა.

ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, უკრაინის ომის დაფინანსების ვალდებულება და შეიარაღებაზე დამატებითი ხარჯების გამოყოფა, რაც ასევე აშშ-მა დააკისრა უკანასკნელ პერიოდში.

ამიტომ, პოლიტიკურ და ღირებულებით ნაწილთან ერთად, სადაც ცალსახად გვითხრეს თუ რა ფასი უნდა გადავიხადოთ ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებით დაწინაურებაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე ევროკავშირის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური უმძიმესი კრიზისების შესახებ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ." - წერს ვატო შაქარიშვილი.