სევასტოპოლში სტალინის პლაკატები გამოჩნდა. მასზე გამოსახულია მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გენერალსიმუსი და მთავარსარდალი, რომელიც მოქალაქეებს გამარჯვების დღეს ულოცავს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სევასტოპოლის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პლაკატი არა მხოლოდ სტალინისადმი პატივისცემას გამოხატავს, არამედ მისი პორტრეტი ისტორიის ფალსიფიკაციისკენაც არის მიმართული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტალინის სურათი სევასტოპოლში გამოჩნდა. შარშან 7 ნოემბერს, ქალაქის ქუჩებში იოსებ სტალინის გამოსახულებით ავტობუსებიც კი დადიოდნენ. ეს აქცია 1941 წლის 7 ნოემბერს სევასტოლოპში ჩატერებულ სამხედრო აღლუმს მიეძღვნა.