რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. უდალცოვი სამართალდამცველებმა ბოლოს ოთხშაბათ საღამოს, მილიონების მარშის და „უვადო სეირნობების“ ორგანიზების გამო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.
სიციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით, მისმა ადვიკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სამართალდამცველები ბასმანნოეს წინასწარი დაკავების იზოლატორში უდალცოვის დატოვებას სასამართლო პროცესამდე აპირებენ, რომელიც 10 მაისს გაიმართება. ამიტომ მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა“.
უდალცოვს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით წარუდგინეს.