მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბიუროკრატია დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გაუკეთოს გლდანს

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბიუროკრატია დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გაუკეთოს გლდანს

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფრო რაციონალური მშენებლობა, უფრო მეტი მშენებლობა უნდა გავაჩაღოთ და მეტი ხელფასიც უნდა ჰქონდეს ამ ხალხს. რასაკვირველია, ყველა ადამიანი მშენებლობაზე ვერ იმუშავებს, სამაგიეროდ, მომავალში ეს კოლეჯი ხალხს პროფესიული გადამზადების საშუალებას მისცემს. ჩემი ამოცანაა, რომ გაჭირვება სამუდამოდ დამთავრდეს საქართველოში. ჩვენი ბიუროკრატია დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გაუკეთოს გლდანს - მის მიკრორაიონებში მცხოვრებ ხალხს, რადგან ყველაზე დიდი გაჭირვება, ყველაზე ცუდი ინფრასტუქტურა სწორედ ამ რაიონში იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, გლდანში მშენებლებთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილმა გლდანში მშენებარე ახალი პროფესიული კოლეჯი მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტი მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხალხი თავიანთი შრომით მრავალწევრიან ოჯახებს არჩენენ და, სწორედ, ამიტომ მშენებლობა საქართველოში კრიზისის პირობებშიც კი არ უნდა შეჩერდეს.