საქართველოს კონტროლის პალატა სახელწოდებას შეიცვლის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნება.
პარლამენტმა შესაბამისი ცვლიელებები კონსტიტუციურ კანონში პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლა უწყებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად მოხდა.