სამამულო ომის 91 ვეტერანი ერთჯერადად 150 ლარს მიიღებს

სამამულო ომის 91 ვეტერანი ერთჯერადად 150 ლარს მიიღებს

From.ge

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე,  ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრის სახით ერთჯერადად 150 ლარს მიიღებს.

მათ თანხის მისაღებად შეეძლებათ წლის ბოლომდე მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას.

აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამ საჩუქრით 91 ვეტერანი ისარგებლებს.