ნუგზარ წიკლაური: გასაკვირია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის დაწყება ქუჩის აქციებით მოინდომა

ნუგზარ წიკლაური: გასაკვირია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის დაწყება ქუჩის აქციებით მოინდომა


უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  27 მაისს, დაგეგმილი აქციის შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველოში  ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური აქტივობის უფლება აქვს,თუმცა წიკლაურს ის გარემოება აკვირვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის დაწყება ქუჩის აქციებით მოინდომა.

 „მათ აქვთ საშუალებაც გამოიყენონ ის უფლებაც,  რომელიც  საჯარო შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწყობას გულისხმობს. ასე რომ არც მათ ეკრძალებათ კანონის ფარგლებში  თავიანთი საარჩევნო კამპანია დაიწყონ, ერთია უბრალოდ გასაკვირი, ისინი აცხადებდნენ,  რომ ქუჩის აქციებდან მაქსიმალურად დისტანცირებულნი იქნებოდნენ, ხოლო ახლა აღმოჩნდა,  რომ მთავარი როგორც თვითონ ეძახიან საარჩევნო კამპანიის დაწყება  სწორედ, ქუჩის აქციებით მოინდომეს“,-განაცხადა წიკლაურმა.