ლუკაშენკო: სარკოზიმ კადაფისაგან 100 მილიონი დოლარი მიიღო

ლუკაშენკო: სარკოზიმ კადაფისაგან 100 მილიონი დოლარი მიიღო


 ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკშენკო აცხადებს, რომ ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პირველ საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა.

როგორც პრეზიდენტი დღეს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ამბობდა, ამის შესახებ,  მას თავად კადაფმა განუცხადა.

ლუკაშენკო ირწმუნება, რომ აღნიშნული თანხა იმაზე ორჯერ მეტია, რასაც ფრანგულ პრესაში წერენ. კადაფის მიერ სარკოზისთვის გამოყოფილი თანხა, 100 მილიონზე მეტს შეადგენს.

„თუ ფრანგები ასეთი ჭკვიანები არიან და დემოკრატები, მაშინ სარკოზი  ორი-სამი წლით ადრე უნდა გაეშვათ, როდესაც მან ლიბიის ხელისუფლებისგან, წინასაარჩევნოდ ფული აიღო“,-აცხადებს ლუკაშენკო.