რუსეთის დუმამ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა დაამტკიცა.
მედვედევის პრემიერად დანიშვნას ხმა 299 დეპუტატმა მისცა (აუცილებელი იყო 226 ხმა) წინააღმდეგ 144 დეპუტატი წავიდა. მედვედევის კანდიდატურა დუმაში პრეზიდენტმა პუტინმა თავად წარადგინა.
ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა, საკუთარ კოლეგებს დღეს მოუწოდა, რომ ხმა დიმიტრი მედვედევის კანდიდატურის წინააღმდეგ მიეცათ.