უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვვეტილება, გადადოს იალტაში მაისის შუა რიცხვებში დაგეგმილი ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამიტი, იმის გამო, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე.
შეხვედრა საბოლოოდ გაუქმებული არ არის, თუმცა რა ვადით გადაიდო სამიტი,- არ კონკრეტდება.
„სამიტში მონაწილეობაზე რიგი ევროპელი ლიდერების უარყოფით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უკრაინას გონივრულად მიაჩნია სამიტი გადაიდოს და შედარებით გვიან ჩატარდეს“,- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ალექსანდრ დიკუსაროვი.
ცოტა ხნის წინ, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთის, ავსტრალიისა და იტალიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტიმოშენკოს გამო იალტაში დაგეგმილ სამიტს ბოიკოტს უცხადებდნენ და მასზე გამგზავრებაზე უარი თქვეს.