ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეს მცხოვრებლებს შეხვდა

ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეს მცხოვრებლებს შეხვდა

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეს მცხოვრებლებს შეხვდა. ალასანიამ  ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების და დასაქმების პროგრამები გააცნო და მათ პრობლემებს მოუსმინა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, კონკრეტულად ამ სოფელში ჯანდაცვის პრობლემა კატასტროფულია. და რაიონის დეპუტატი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს  პარლამენტში არ აყენებს.

„ჯანდაცვის პრობლემა ამ სოფელში რეალურად კატასტროფულია. არის უამრავი სასწრაფოდ საოპერაციო ადამიანი, მაგრამ მათ არც პოლისი აქვთ და არც არანაირი მხარდამჭერა ამ ოპერაციების ჩასატარებლად.  არადა  სახელმწიფოს ვალდებულებაა საკუთარი ხალხის, მოქალაქეების  ჯანმრთელობა უზრუნველყოს. პრობლემაა ისიც,  რომ საერთოდ ამ რაიონის დეპუტატი  პარლამენტში რაიონის და სოფლის პრობლემების საკითხს პარლამენტში არც აყენებს. ამიტომ ჩვენ,  ჩხოროწყუს,  ამ სოფელს გვჭირდება აირჩიოს ისეთი დეპუტატი, რომელიც მის საკითხებზე იმუშავებს და  პრობლემებს გადაწყვეტს.  გვჭირდება პარლამენტი, სადაც მონური დამოკიდებულება კი არ იქნება პრეზიდენტთან არამედ, დეპუტატებს მთავარ მიზნად თავიანთი სოფლის და  რაიონის ინტერესების დაცვა ექნება  დასახული“,-განაცხადა ალასანიამ.