სოსო ცისკარიშვილი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გართულების მოლოდინში, გასაკვირი არაფერია

სოსო ცისკარიშვილი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გართულების მოლოდინში, გასაკვირი არაფერია


ამერიკელი პოლიტოლოგების პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ, რუსეთ -ამერიკის ურთიერთობები გართულდება.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება ქვეყანაში მიმდინარე შიდა არეულობიდან აქცენტები გლობალურ პრობლემებზე გადაიტანოს.

„ამერიკელი პოლიტოლოგების ასეთ მოლოდინში, გასაკვირი არაფერია. ამერიკელებს ჰქონდათ იმის იმედი, რომ პუტინის გარეშე გაგრძელდებოდა მათი ურთიერთობა. მაშინ როდესაც შიდა უკმაყოფილების დონე რუსეთში იზრდება, წესით რუსეთის ხელისუფლებს ფიქრობს, საგარეო ურთიერთობების გამკაცრების ხარჯზე გადაიტანოს მოსახლოების ყურადღება უფრო გლობალურ პრობლემებზე. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარების დამონტაჟების ადგილის შერჩევა ევროპაში, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხები, იქნება უფრო კონცენტრირებული რუსეთის მიერ და არ სჭირდება პოლემიკა იმ საკითხს, რომ „გადატვირთვის პოლიტიკა“ ამ ორ სახელმწიფოს შორის, რაიმე პოზიტიური გზით გაგრძელდება. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობებს, საქართველო ყოველთვის იქნება არგუმენტი რუსეთის საგარეო ურთიერთობების, ვიდრე არ მოხდება სრულფასოვანი დეგრაცია ნატო-ში ან ევროკავშირში“,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი Presage.tv-სთან საუბარში.