სოციალურ ქსელ Facebook-ზე რეკლამისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 75 732 ლარი და 22 თეთრი დახარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს.
აღნიშნული საჯარო ინფორმაცია ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა. სოციალური ქსელისთვის დახარჯული თანხები, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდზე www.opendata.ge არის გამოქვეყნებული.