თბილისში დღეს საღამოს მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი თბილისის დროით 18.15 საათზე დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დგინდება. სავარაუდოდ, იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს.
5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით, პირველად 08.40 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა ამ მომენტამდე მიწისძვრის ეპიცენტრში რამდენიმე ათეული სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგი დააფიქსირეს.