დღეს დილით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას აზერბაიჯანში ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ადგილობრივ მეცნიერებათა აკადემიაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მოსახლეობაში პანიკაა, რის გამოც მათ მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინები დატოვეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისქვეშა ბიძგები დილით დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 12-ბალიანი შკალით 7 ბალს შეადგენდა.