ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ინაუგურაციის დღე მიულოცა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, პუტინს მტრად მხოლოდ სააკაშვილი და მისი მმართველობა მოიხსენიებს, ხოლო ქართული საზოგადოებისთვის რუსეთი მრავალსაუკუნოვანი მეგობარია.
„სააკაშვილი პუტინს ემუქრება, რომ თავისი სხეულის ნაწილებს მოიჭრის და გაუგზავის, რაც შეეხება ჩვენს მილოცვას, ვფიქრობ მხოლოდა-მხოლოდ დადებითად იქნება აღქმული ქართული საზოგადოებისგან. ჩვენ ვაპირებთ პუტინის მთავრობასთან თანამშრომლობას საქართველოს ასაღორძინებლად, უძველესი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღსადგენად, რომელიც რუს და ქართველ ხალხს შორის არსებობდა და რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ქართველ ხალხს მშვიდობა და გაერთიანება სურს, აგრეთვე რუსი ტურისტების შემოსვლა, ქართველ გლეხს სურს თავისი პროდუქციის გატანა, ქართველ ბიზნესმენებს კი რუსი ბიზნესმენების შემოსვლა სურთ საქართველოში.
ვინც ცუდად აღიქვამს ჩვენს მილოცვას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“, რადგან ბიძინა ივანიშვილს ისე აქვს რუსეთში საქმე, რომ ის იქ ფეხს ვერ ჩადგამს ვერასოდეს“,-აცხადებს შატბერაშვილი.