29 ოქტომბერს, მეგან მარკლი ახალ ზელანდიაში საკმაოდ უჩვეულო ღირებულების მქონდე კაბით გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად იდეალურად გამოიყურებოდა. ჰერცგინიამ ASOS-ის ბრენდის საორსულე კაბა მოირგო, რომლის ღირებულებას 35 ფუნტი სტერლინგია.
ტაბლოიდებს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ მეგანის ჩაცმულობის ეს უჩვეულო დეტალი.
თუმცა ჰერცოგინიამ კაბას მოდური ქურთუკიც შეუხამა, რომელის ღირებულებაც კაბისგან განსხვავებით, 540 ფუნტია.
Daily Mail-მა კი, მეგანის ეს გადაწყვეტილება ქეით მიდლტონს დაუკავშირა.
„შესაძლოა ჰერცოგინიის შთაგონების წყარო ქეითი გახდა, რომელმაც 2015 წელს, პრინცესა შარლოტაზე ორსულობის დროს სწორედ იმავე ღირებულებისა და ბრენდის კაბით გამოჩნდა“ - აღნიშნულია სტატიაში.