ანა მარგველაშვილის ყოფილი ქმრის ახალი სიყვარული სექსუალური მომღერალია

ანა მარგველაშვილის ყოფილი ქმრის ახალი სიყვარული სექსუალური მომღერალია

ანა მარგველაშვილის და გიგი ჩიჩუას ოჯახი გასულ წელს დაინგრა. წყვილი დაშორებას თითქმის 6 თვის მანძიზზლე მალავდა, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც გამჟღავნდა.

რა გახდა ანას და გიგის დაშორების მიზეზი ამაზე წყვილის გარემოცვა არ საუბრობს, თუმცა პრეზიდენტის ყოფილი სიძე მეუღლესთან შერიგებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, მაგრამ ანა ქმარს აღარ შეურიგდა.

ახალი სიყვარული პრეზიდენტის ქალიშვილმა მალევე იპოვა, მისი რჩეული მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის ძმაკაცი მიხეილ თათრიშვილია.

თათრიშვილს თბილისში კარგად იცნობენ, მისი და მინდია გოგოჭურის სახელი არაერთ ხმაურიან დაპირისპირებაში ფიგურირებდა.

თათრიშვილი პოლიციამ ბოლოს ნარკოტიკების გამო დააკავა, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვეში სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.

ანა და მიხეილი გრძნობებს არ მალავენ, პრეზიდენტის ქალიშვილმა ზაფხულში საყვარელ მამაკაცთან ერთად თურქეთში დაისვენა, ის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.

რაც შეეხება ანა მარგველაშვილს და გიგი ჩიჩუას მათ ულამაზესი ქალიშვილი ტასიკო ჰყავთ. პატარას აღზრდაში ანა მაქსიმალურად არის ჩართული და მის გარეშე თითქმის არსად დადის. ბავშვს ყურადღებას მამაც არ აკლებს.

პრეზიდენტის ყოფილი სიძე დიდი ხანი იყო მარტო, თუმცა გასულ ზაფხულს ახალი სიყვარული გიგიმაც იპოვა. მისი რჩეული მომღერალი "გუფი ლენდის" წევრი მარიამ ჩაჩხიანია.

სანამ "გუფი ლენდში" გამოჩნდებოდა, მარიამს კარგად იცნობდნენ მუსიკალური პროექტებიდან.

მარიამი და გიგი თავიანთ ურთიერთობას ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდნენ, ამიტომ "რეიტინგი" წყვილის შესახებ არაფერს წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს გადაწყვიტეს თავიანთი გრძნობები საჯარო გახადონ და გიგიმ სოციალურ ქსელში ახალ რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

გიგისთან ერთად გადაღებული ფოტო საკუთარი ინსტაგრამის გვედრზე დადო მარიამმაც.

"რეიტინგი" მარიამ ჩაჩხიანს დაუკავშირდა.

მარიამჩვენთვის დიდი ხანია ცნობილიარომ თქვენ და გიგი ერთად ხართ,  როგორც ჩანს გრძნობებს აღარ მალავთ და გიგიმ სოციალურ ქსელში თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნარა ურთიერთობა გაქვთ პრეზიდენტის ყოფილ სიძესთან?

- ამიტომ არ მინდოდა ფოტოებს დადება, კითხვებზე მომიწევს პასუხის გაცემა. მე და გიგი შეყვარებულები ვართ, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ძალიან პირადულია და მიჭირს ამაზე საუბარი. მეტ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ.