24 წლის კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი - ჯასტინ ბიბერი აგვისტოს თვეში, რჩეულის - ჰეილი ბოლდუინის მოთხოვნით წვერს გამოემშვიდობა, რაზეც ჰეილიმ მედიასთან იხუმრა კიდევაც, რომ ჯასტინს ამ დათმობაზე წასვლა მოუწევდა, თუმცა ამჯერად ვარცხნილობის ჯერიც დადგა
მომღერალი 30 ოქტობერს გულშემატკივრებმა დააფიქსირეს და კადრები, რომელშიც კარგად ჩანს მისი გადაპარსული თავი ონლაინსივრცეში აქტიურად გავრცელდა.
მოგვიანებით, ჯასტინმა გადაწყვიტა სიახლე ინსტაგრამის გამომწერებისთვისაც გაეზიარებინა და სელფი ატვირთა.
სანამ მომღერალი რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა ის დისნეის პარკში დასთან და ძმასთან ერთად დააფიქსირეს ჩვეული ვარცხნილობით.