დედოფალი ელისაბედ II აპირებს სამ წელიწადში ტახტი უფროს ვაჟს დაუთმოს

დედოფალი ელისაბედ II აპირებს სამ წელიწადში ტახტი უფროს ვაჟს დაუთმოს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II აპირებს, სამ წელიწადში ტახტი უფროს ვაჟს - უელსის პრინცს ჩარლზს დაუთმოს.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საკუთარ წიგნში "ჩარლზი 70 წლის: ფიქრები, იმედები და ოცნებები" სამეფო კორესპონდენტი რობერტ ჯობსონი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 92 წლის ელისაბედ II უფლებამოსილებების შესრულებაზე უარის თქმას 95 წლის ასაკში აპირებს.

"ამასთან, ჩარლზი პრინცი-რეგენტი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქნება მეფე ამ სიტყვის სრული გაგებით, თუმცა ფორმალურად ელისაბედ II ხალხს სიცოცხლის ბოლომდე მოემსახურება", - წერს ბრიტანული გამოცემა.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის ტახტზე 1952 წელს, 25 წლის ასაკში ავიდა.