ფინელ მოციგურავე კიირა კორპის სპორტის გულშემატკივარი კარგად იცნობს. 2000-იანი წლების ბოლოდან იგი საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის მედლის პრეტენდენტი იყო.
გარდა სპორტული ნიჭისა კიირა სილამაზითაც გამოირჩევა. მისით მოხიბლულმა ერთმა რუსმა მილიარდერმა (რომლის ვინაობას გამოცემა "სოვეტსკი სპორტი" არ ასახელებს), ჯერ ტელევიზიაში მიიწვია, შემდეგ...
მოვუსმინოთ თავად კორპის:
- 2009 წელს რუსეთის ტელევიზიაში მიმიწვიეს. როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს ნაბიჯი ემსახურებოდა რუს შეძლებულ ადამიანთან გაცნობას. გადაცემის დასრულების შემდეგ მის სახლში ქალაქგარეთ წამიყვანეს, ისე, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ის შეიძლებოდა ჩემი მფარველიც გამხდარიყო, მაგრამ ამ ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. თუმცა მოგვიანებით ცოტა გული დამწყდა, რომ ეს თავგადასავალი დასრულდა.
იმ მომენტისთვის კიირა კორპი 20 წლისა გახლდათ. ფინელი მოციგურავე ასევე გამოტყდა, რომ მილიარდერმა მას 300 ათასი ევროს ღირებულების მანქანა აჩუქა.