"ჩვენს შვილებს ვერ დავუტოვებთ 7 ნოემბერს და ბევრ მის მსგავს სისხლიან დღეებს და ღამეებს "

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"ძალიან ბევრი რევოლუცია გამოვიარე 38 წლის ასაკში ! არ მინდა ჩემმა შვილებმა იგივე გამოსცადონ ! დავიღალე მე პირადად ტერორით, შიშით და მოლოდინით , რომ შენი ნათქვამის, ბიზნესის, მათთვის არასასურველი საქციელის გამო არამარტო შენ, მთელ ოჯახს დაგიმხობენ !

ვერ გეტყვით რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელობით, თუმცა როცა გაიჟღერა რომ ყველა ჯალათი გარეთ უნდა გამოეშვა გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს , მივხვდი რომ , სრულიად საქართველო უნდა გავიდეთ არჩევნებზე !!!

არავითარი დაბალი აქტიურობა ! ჩვენს შვილებს ვერ დავუტოვებთ 7 ნოემბერს და ბევრ მის მსგავს სისხლიან დღეებს და ღამეებს ! " - წერს ხატია.