როგორ გადავიქცეთ რჩეულის ,,ოცნების ქალად“ სწრაფად და მარტივად?

როგორ გადავიქცეთ რჩეულის ,,ოცნების ქალად“ სწრაფად და მარტივად?

მოდი, გულახდილები ვიყო - როცა მამაკაცი მოგვწონს, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად შევაყვაროთ თავი. იმისთვის რომ რჩეული მოვხიბლოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ქალზე ოცნებობს.

ვერძი

ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ოცნებობს ჩამოყალიბებულ ქალზე, რომელმაც იცის, რისკენ მიილტვის და როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ მიზანს. ვერძს დრო არ აქვს იმისთვის, რომ თვითგამორკვევაში დაეხმაროს პარტნიორს, ამიტომ გვერდით ისეთ ადამიანს ინატრებდა, რომელსაც თვითძიება დასრულებული აქვს. თუ გსურთ, რომ ვერძის ოცნების ქალად იქცეთ, სიყვარულიდან კარიერაზე გადაერთეთ.

კურო

კუროს ოცნების ქალი, ერთი მხრივ, მორცხვია, მეორე მხრივ, მამაცი და ძლიერი. ალბათ, რთულ კომბინაციად მიგაჩნიათ ამ თვისებების ერთდროულად შეთავსება. საქმე ისაა, რომ როცა კრიტიკულ  სიტუაციაში აღმოჩნდებით, კუროს სურს,  გამძლეობა და მხნეობა გამოიჩინოთ, ხოლო ახალ გარემოში და მასთან ფლირტში, თავშეკავებულობასა და მორიდებულობას მოითხოვს  ოცნების ქალისგან. თუ გეგმავთ,  რომ კუროს ოცნების ქალად იქცეთ, კარგად დაუკვირდით თქვენს თითოეულ ნაბიჯს.

ტყუპი

ტყუპის ოცნების ქალი მხიარული, მოსიყვარულე, კომუნიკაბელური და თავგადასავლების მოყვარულია. თუ გსურთ, რომ ტყუპის სტანდარტებს მოერგოთ - რომლის არსებობასაც შესაძლოა თავად არც აღიარებდნენ - დაუმეგობრდით მის საახლობლო წრეს.  სალაშქროდ წასვლას მოინდომებს? აუცილებლად დათანხმდით; ხშირად იხუმრეთ და გაიცინეთ მის ოხუნჯობაზე, მაშინაც, როცა საერთოდ არ გეჩვენებათ სასაცილოდ.

კირჩხიბი

თუ სხვა მამაკაცები გაურკვევლობაში არიან და დიდი ხანი სჭირდებათ იმის მისახვედრად, შეხვდნენ თუ არა ოცნების ქალს, კირჩხიბის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია. ამ ნიშნით დაბადებულმა კაცმა ყოველთვის იცის, ვის ელოდება და სწრაფადვე ამოიცნობს ხოლმე ცხოვრების მეგზურს. კირჩხიბის  ოცნების ქალი ერთგულია. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ის სოციალურ ქსელში სხვა მამაკაცების ფოტოებს არ აზიარებს, ასევე არ ჰყავს მამრობითი სქესის კუმირები, რომელსაც კომპიუტერის ან მობილურის ეკრანზე გამოჭიმავდა. ის ძმაკაცებთან განსაკუთრებულად დისტანციურია, ზედმეტად არავის გადაკოცნის ან გადაეხვევა. თუ გსურთ, რომ კირჩხიბის ოცნების ქალი გახდეთ, ჩატში გაგზავნილ ღიმილაკებსაც კი დაუკვირდით, გული ან კოცნა არ გაგეპაროთ.

ლომი

ამ ნიშნით დაბადებულ კაცს ლიდერის თვისებების მქონე ქალი სჭირდება. როცა ლომი დაიღლება, დროებით სწორედ მას გადააბარებს ოჯახის თუ ბიზნესის ხელმძღვანელობას. ლომს სურს, რომ მისი მეორე ნახევარი საწყალი, უმწეო და დაჩაგრული არ იყოს. თუ გინდათ მის ოცნების ქალად გადაიქცეთ, გამოავლინეთ ხასიათის სიმტკიცე.

ქალწული

ამ ნიშნით დაბადებული კაცი ოცნებობს სტაბილურ ქალზე, რომელიც დღეში ცხრაჯერ არ იცვლის აზრს. თუ გსურთ, რომ მისთვის საუკეთესო პარტნიორი გახდეთ, ნუ შეცვლით გეგმებს. შეხვედრის დროთ 7 საათი დათქვით? ერთი საათით ადრე ნუ მისწერთ, რომ საქმე გამოგიჩნდათ. გარდა ამისა, ქალწულს სიმშვიდე სურს, მისთვის საიმედო უნდა იყოთ. დაარწმუნეთ, რომ სერიოზულად ხართ განწყობილი და ერთ დღეს ცოლადაც გაჰყვებით.

სასწორი

სასწორის ოცნების ქალი თან ანგელოზია და თან სატანა. მოგიწევთ მასთან ორივე მხარე გამოავლინოთ. მხოლოდ ”ანგელოზთან" მოსწყინდება, მხოლოდ ”სატანას" კი ვერ გაუძლებს - დაითრგუნება და ბრაზი მოერევა. იყავით ცვალებადი და მრავალფეროვანი.

მორიელი

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მორიელი მამაკაცის ოცნების ქალი ”დრამის დედოფალია“. საქმე ისაა, რომ თავად მორიელიც მიდრეკილია დრამისკენ, დეპრესიისა და ცრემლების ღვრისკენ, ამიტომ ემოციურად გაწონასწორებული ან ამ კუთხით ნაკლებად განვითარებული ქალი, მას ვერ გაუგებს. ასევე, მოუარეთ თავს, სასურველია 24/7-ზე ლამაზად გამოიყურებოდეთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ოცნების ქალი ერთდროულად ჭკვიანი და გადარეულია, ამიტომ ნურც ბრძენისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეს გამოავლენთ და ნურც გადარეულისთვის დამახასიათებელ ქარაფშუტობას. იგი ეძებს ქალს, რომელსაც სწორად ესმის სიტყვა ”ოქროს შუალედი“.

თხის რქა

თხის რქა ქალზე არ ოცნებობს -  საერთოდაც, არ სჯერა, რომ მისი შესაფერისი პარტნიორი არსებობს. თუ გსურთ, რომ თხის რქის ოცნების ქალად იქცეთ, შთააგონეთ ის, გადაიქეცით მოტივაციის უშრეტ წყაროდ, რომელიც წინსვლისკენ უბიძგებს.

მერწყული

ამ ნიშნით დაბადებული ოცნებობს, შეხვდეს ქალს, რომელიც სხვა ადამიანის როლს არ ითამაშებს. ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს, არა? ქალებს ძალიან უჭირთ თავისი რეალური სახის გამოვლენა კაცთან, რომელიც მოსწონთ ან უყვართ, რადგან მისი დაკარგვის ეშინიათ.

თევზები

თევზ კაცს, უნდა შეხვდეს მეოცნებე ქალს, რომელიც სხვა განზომილებაში იფარფატებს მასთან ერთად.