შინეიდ ო’კონორის მიერ ინდუიზმის მიღება ოფიციალურმა წყაროებმა უარყო

შინეიდ ო’კონორის მიერ ინდუიზმის მიღება ოფიციალურმა წყაროებმა უარყო

გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 51 წლის ირლანდიელმა მომღერალმა - შინეიდ ო’კონორმა ისლამის შემდეგ, გადაწყვიტა ინდუიზმის მიმდევარი გამხდარიყო, თუმცა ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი კომიკური საიტიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემის გვერდზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ფაქტის შესახებ Boomlive წერს და სტატიაში აღნიშნულია, რომ ფოტო, რომელზეც მომღერალი ინდუიზმის მიმდევრის იმიჯით არის გამოსახული ფოტოშოპია, თუმცა მცდარმა ინფორმაციამ საზოგადოებამდეც მიაღწია. როგორც ჩანს, მსგავსი აქცენტი მომღერალზე მისმა ისლამზე მოქცევის ფაქტმა განაპირობა და გამოცემამაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა სწორედ ამგვარად გადაწყვიტა.

შესაბამისად, შინეიდი კვლავ ისლამის მიმდევარია და მან ტვიტერზე ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სტატუსიც დაწერა.

„ამაყი ვარ იმით, რომ მუსლიმი გავხდი, ეს ლოგიკური დასასრულია ნებისმიერი თეოლოგიური ძიების, ნებისმიერ რელიგიურ დოკუმენტს ისლამამდე მივყავართ“ - დაწერა მან.

მომღერალმა ახალი რელიგიის საპატივცემულოდ სახელიც შეიცვალა და შინეიდის ნაცვლად შუჰადა გახდა.