პარანას შტატში, ქალაქ სან ჟოზე დო პინაისში ბრაზილიელი მოთამაშე დანიელ კორეა ფრეიტასი გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის გვამი ერთ-ერთ ქუჩაზე ბუჩქებში აღმოაჩინეს.
გუნდის ოფიციალური გვერდი აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და დანიელის ოჯახს მიუსამძიმრა. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.
„სხეულს ძალადობრივი კვალი ეტყობოდა, მას ორი ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილს ასევე ბასრი საგნით სასქესო ორგანო დაუნაწევრეს. გზა, სადაც ფრეიტასის ცხედარი იპოვეს, ცხედრების მორევის სახელით არის ცნობილი”, – წერს ადგილობრივი გამოცემა.
ფრეიტასი ბოლოს სან ბენტოს ღირსებას იცავდა, მანამდე კი პაულისტას ჩემპიონატში პონტე პრეტას მაისურით თამაშობდა.