НТВ-ს ჟურნალისტმა ნიკიტა რაზვოზჟაევმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. НТВ-ს პრესსამსახურში ჟურნალისტის დაღუპვის გამო ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მისი ოჯახის პირადი ტრაგედიაა. თვითმკვლელობის მოტივზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რაზვოზჟაევმა თვითმკვლელობამდე სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და მშობლებს პატიება სთხოვა.
რაზვოზჟაევი 25 წლის იყო და მან НТВ-ში მუ შაობა 2017 წელს დაიწყო.