10 ფრაზა, რომლის მოსმენაც ყველა ვეგეტარიანელს ყელში აქვს ამოსული

10 ფრაზა, რომლის მოსმენაც ყველა ვეგეტარიანელს ყელში აქვს ამოსული

უკვე რამდენიმე წელია, ვეგეტარიანელების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.

მეც გაბრწყინებული სახით ვუყურებ ტალღას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოსაა მოდებული. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: ერთნაირად გვიხარია მარხვა, ერთნაირად გვაღიზიანებს ნატურალურ ბეწვზე შეშლილი დიზაინერები და, რაც მთავარია, ერთნაირი სიხშირით გვიწევს იმ ფრაზების მოსმენა, რომლებიც ქვემოთ წერია:

1. მცენარეები არ გეცოდება?

სიმართლე გითხრა, არა, რადგან კიტრის დაჭრისა და ძროხის დაკვლის ყურება ერთი და იგივე არაა.

2. უეჭველისახლში რომ მიდიხარჩუმად ხორცს ჭამ

საკუთარი ყასაბიც კი მყავს, რომელიც იატაკქვეშა გვირაბის დახმარებით ხორცით მამარაგებს.

3. არც ქათამს არ ჭამ?

ქათამი ხომ რეალურად ბოსტნეულია.

4. რანაირი ქართველი ხართუ მწვადს და ხინკალს არ ჭამ?

რანაირი და, ვცდილობ, იმერულად ვუყურო სამყაროს: მჭადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო…

5. ადამიანს ეშვები იმიტომ აქვსრომ ხორცისმჭამელად არის გაჩენილი

ფეხზე კიდევ ნეკა თითი იმიტომ გვაქვს, რომ ხეებს კარგად მოვეჭიდოთ აცოცებისას.

6. ხორცს თუ არ შეჭამცილას ვერ მიიღებ

სამყაროში არსებობს ისპანახი, სოიო და ნუში.

7. უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხვდეარც მაშინ შეჭამ ხორცს?

ვფიქრობ, უკაცრიელ კუნძულზე უკაცრიელი ცხოველების მონადირება ძალიან გამიჭირდება და კენკრას, სოკოსა და თხილეულს დავჯერდები, სანამ რამე ფორმით შევატყობინებ სამყაროს, რომ ვარსებობ და ცივილიზაციაში დამაბრუნონ.

8. ამ ჩახოხბილიდან ხოხობს ამოვიღებ და გასინჯე

სამწუხაროდ, ამ შემოთავაზებაზე უარია

9. რაც ღმერთმა მოგვცაყველაფერი უნდა ვჭამოთ

მათ შორის, მთის ქანები, მფრინავი მელიები და გიგანტური ობობებიც.

10. შენ რომ არ შეჭამგგონიარამე შეიცვლება?

თითოეული ვეგეტარიანელი წელიწადში 100 ცხოველს "იცავს სიკვდილისგან". თეორიულად, თუ მეტი ადამიანი გახდება ვეგეტარიანელი, ხორცზე მოთხოვნა დაიკლებს და შესაბამისად, კი, რაღაც შეიცვლება.