სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გასულ კვირას საზოგადოებას მეგან მარკლის ორსულობა აუწყა, ოფიციალური განცხადების გაკეთებისთანავე, წყვილმა ავსტრალიის ტური დაიწყო და უამრავ შეხვედრასაც დაესწრო. წყვილმა უკვე მიიღო მომავალი მემკვიდრისთვის განკუთვნილი საკმაოდ უცნაური საჩუქრები, გადავხედოთ თუ რით ცდილობს საზოგადოება ცოლ-ქმარს სიახლე მიულოცოს.
ფუმფულა კენგურუ და ბავშვის ფეხსაცმელი
პირველი საჩუქარი წყვილმა ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორისგან მიიღო.
მაშველის მინი უნიფორმა
წყვილს ბონდის სანაპიროზე სამაშველო ჯგუფის წევრებმა მომავალი მემკვიდრისთვის მინი ზომის სამაშველო უნიფორმა გადასცა.
ფუმფულა იქედნე
ერთ-ერთმა ავსტრალიელმა გულშემატკივარმა მომავალ მშობლებს სწორედ ეს ფუმფულა სათამაშო უსახსოვრა.
ძირს დასაფენი მატერია
ფრეიზერის კუნძულზე მეგანმა გულშემატკივრისგან პრაქტიკული საჩუქარი მიიღო.