პრინცი ჰარი მეგან მარკლის ორეულის ხილვამ გააოცა

პრინცი ჰარი მეგან მარკლის ორეულის ხილვამ გააოცა

გასულ კვირას პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბონდის შთამბეჭდავ სანაპიროზე გაისეირნა. მათ ვიზიტს ამჯერადაც არ ჩაუვლია კურიოზის გარეშე. საქმე იმაშია, რომ წყვილი ქალბატონს შეხვდა, რომელიც ჰერცოგინიას ძალიან ჰგავს.

დანიელა ბაზერგი, რომელიც პერსონალური მწვრთნელია, წყვილს შეხვდა და თავადაც გაოცებული დარჩა.

„გასულ კვირას, სამეფო ოჯახთან შეხვედრა არაჩვეულებრივი იყო, ისინი საკმაოდ თავმდაბალი, ჭკვიანი და თუ შეიძლება ასე ითქვას, A-კლასის ადამიანები არიან, საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობით“ - აღნიშნა 22 წლის გოგონამ.

დანელასთან შეხვედრამ პრინცი ჰარი განსაკუთრებით გაახალისა, „ღმერთო ჩემო, ჩემი მეუღლის ზუსტი ასლი ხარ“ - აღნიშნა გაოცებულმა ჰარიმ.

როგორც დანიელამ Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა, მას ყოველთვის ამსგვასებდნენ ჰერცოგინიას, როცა ის ცნობილ სატელევიზიო სერიალში Suit-ში მონაწილეობდა.