51 წლის ირლანდიელი სიმღერების ავტორი და მომღერალი - შინეიდ ო’კონორი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1980-იან წლებში გამოშვებული ალბომით The Lion and the Cobra და წარმატება მოიპოვა პრინსის სიმღერის „Nothing Compares 2 U“ ქავერ-ვერსიით.
როგორც დღეს გაირკვა, მომღერალმა ისლამი მიიღო და ტვიტერის გვერდზე მუსლიმ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.
მომღერალმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელზეც ის მუსლიმურ აზანს ასრულებს, რაც სავალდებულო ლოცვისკენ მოწოდებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ შინეიდმა ახალი რელიგიის საპატივცემულოდ, სახელიც შეიცვალა და შუჰადა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა გასულ წელს ფეისბუკზე ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ თვითმკვლელობაზე ისევ ფიქრობს და ოჯახის წევრებს მოუწოდებს, მალე დაეკონტაქტონ მას, რადგან ყველამ მიატოვა, შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება ახალ რელიგიასთან დაკავშირებით სწორედ შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.