ქალაქში არსებული ხმაურის მაღალი დონე ზრდის გულის დაავადებების რისკს - მეცნიერების ახალი დასკვნა

ქალაქში არსებული ხმაურის მაღალი დონე ზრდის გულის დაავადებების რისკს - მეცნიერების ახალი დასკვნა

საზოგადოების ჯანმრთელობის შვეიცარიის ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალაქში არსებული ხმაურის მაღალი დონე მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერებმა 2000-დან 2008 წლამდე დაფიქსირებული 19,2 ათასი სიკვდილის შემთხვევის ანალიზი მოახდინეს. მკვლევარებმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევასა და ჰაერში არსებული ნაწილაკების ორგანიზმზე ქრონიკულ გავლენას შორის კავშირი დაადგინეს.

აღმოჩნდა, რომ გულის შეტევის რისკი კონკრეტულად ჰაერის დაბინძურების გამო იზრდება მხოლოდ 1,9%-ით 1 კუბურ მეტრზე ყოველი 10 მიკროგრამი ნაწილაკის მატებისას. გულის მუშაობაში შეფერხების წარმოქმნის რისკი 2-3,4%-ით იზრდება ყოველ 10 დეციბელ ხმაურზე.