საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ბერძნული საინფორმაციო სააგენტო  АМНА .

მიწისძვრის შედეგად, რომელსაც ათობით აფთერშოკი მოჰყვა, არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ კუნძულზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, დაზიანდა პორტ აგიოს სოსტისის ნავმისადგომი და ასევე ათობით შენობას ჩაემსხვა მინები. გარდა ამისა, სახლებსა და მაღაზიებს მიადგა მცირე დაზიანებები.

ხალხმა მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა, თუმცა ფიზიკურად არავინ დაზიანებულა.