ბრიჯიტ მაკრონის სიგამხდრემ გულშემატკივრები აღაშფოთა

ბრიჯიტ მაკრონის სიგამხდრემ გულშემატკივრები აღაშფოთა

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა ელისეის სასახლეში კორეის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უმასპინძლეს.

65 წლის ბრიჯიტ მაკრონს ლურჯი ფერის საღამოს კაბა ეცვა, რომელიც ბრილიანტის თვლებით იყო გაფორმებული. საინტერესოა, რომ მედიის ყურადღება მიიქცია არა საფრანგეთის პირველი ლედის სტილმა, არმედ მისმა სიგამხდრემ. ბოლო დროს ბრიჯიტ მაკრონმა საგრძნობლად დაიაკლო წონაში, რაც ბოლო ფოტოებზე კარგად ჩანს. პირველი ლედის სიგამხდრემ მოქალაქეებიც შეაშფოთა და მის ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობილია, რომ ბრიჯიტ მაკრონის საყვარელი საკვები ხილი და ბოსტნეულია. ელისეის სასახლის შეფ-მზარეული მისთვის კერძებს სპეციალურად ამზადებს და არარაფინირებული პროდუქტები მენიუში პრაქტიკულად არ არის.