რა გავლენას ახდენს D ვიტამინი ჯანმრთელობაზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი მიღება ზამთარში

რა გავლენას ახდენს D ვიტამინი ჯანმრთელობაზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი მიღება ზამთარში

მსოფლიოში ადამიანების ნახევარზე მეტი D ვიტამინის დეფიციტით იტანჯება. ეს ეხება ისეთ ქვეყნებსაც, სადაც მზის ნაკლებობის პრობლემა არ არის - მაგ: ავსტრალია და ბრაზილია.

D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ძვლოვანი ქსოვილების გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ, ზრდასრულ ადამიანებში მისი დეფიციტი საშიშია და ოსტეოპოროზის გამოწვევა შეუძლია. თუმცა, „მზის ვიტამინის“ სხვა მნიშნელოვნებაც არის, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ ალაპარაკდნენ. „თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ D ვიტამინი მნიშვნელოვანია მეორე ტიპის დიაბეტთან ბრძოლაში, სისხლის მომატებული წნევის, იმუნური სისტემის დარღვევის, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის, დეპრესიისა და ფეხმძიმობის დროს“ - განმარტავს ნუტრიციოლოგი ჯეკი მაკკასკერი.

რა არის D ვიტამინი?

ორგანიზმში მოხვედრისას D ვიტამინი აქტიურ ჰორმონად გადაიქცევა. ჩვენს სხეულს D ვიტამინისგან მიღებული 90 % -ის გამომუშავება შეუძლია, რაც აუცილებელია ნორმალური ფუნქციონირებისთვის. და მზე, რა თქმა უნდა, მთავარი წყაროა, რაც ორგანიზმს საჭირო რაოდენობით მომარაგებით უზრუნველყოფს. მას ასევე შეიცავს საკვები პროდუქტები - თევზის ცხიმი, კვერცხის გული, სოკო, რძე, ყველი, ფორთოხლის წვენი და ა.შ.

რით არის სასარგებლო?

ვიტამინის მთავარი ფუნქცი კალციუმის გათავისება და ჯანსაღი ძვლების უზრუნველყოფაა. თუმცა, ენდოკრინოლოგ მაიკლ ჰოლიკის კვლევის თანახმად D ვიტამინს გაცილებით მეტი ფუნქცია აკისრია - აღმდგენი თვისებების წყალობით ის ორგანიზმში დაზიანებული უჯრედების მოქმედებას აუმჯობესებს. მისი დახმარებით შესაძლებელია სიმსივნის, გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირება, ასევე ამაღლებს იმუნიტეტს.

როგორ მიიღოთ D ვიტამინი?

საუკეთესო წყარო, რა თქმა უნდა, მზეა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზის დარტყმა მიიღოთ. ვისაც ღია ფერის კანი აქვს საკმარისია მზის ქვეშ დღეში 10 წუთი გაატაროს ისე, რომ სხეულის 10% არ იყოს ტანსაცმლით დაფარული.

ეკვადორთან, რაც უფრო ახლოს იმყოფებით, მით უფრო ნაკლები დრო გჭირდებათ D ვიტამინის საკმარისი დოზის მისაღებად. აშშ-ს ეროვნული სამედიცინო აკადემიის რეკომენდაციით ვიტამინის დღიური დოზა 600 IU-ს შეადგენს. 100 გ ორაგული შეიცავს 450 IU D ვიტამინს, ჭიქა ძროხის რძე კი დაახლოებით 120 IU-ს.

ვინ იტანჯება D ვიტამინის ნაკლებობით?

მუქი კანის მქონე ადამინები ხშირად განიცდიან D ვიტამინის ნაკლებობას. რისკის ზონაში იმყოფება ჩრდილოეთის ქვეყნებში მცხოვრები ხალხი, სადაც მზის რადაცია უფრო სუსტია. მაგრამ ბოლო წლებში საკვებში D ვიტამინის დანამატის წყალობით ადამიანებში მისი დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა.

სტეროიდული ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ჟურნალის კვლევამ ასევე გამოავლინა არასაკმარისი D ვიტამინი ჭარბწონიან ადამიანებში. ექიმი დოუსონ-ჰიუზი ამატებს, რომ დეფიციტის გამოწვევა ეკოლოგიურ ფაქტორებსაც შეუძლია: მომატებული ღრუბლიანობა, ოზონის შრე და ჰაერის დაბინძურება.