მეგან მარკლი მზრუნველი მეუღლის როლში

მეგან მარკლი მზრუნველი მეუღლის როლში

ავსტრალიაში ვიზიტამდე მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ საზოგადოებას ორსულობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, რამაც წყვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოაქცია, თუმცა მათ ავსტრალიაში ვიზიტის დროს თავი კიდევ ერთი უსაყვარლესი მომენტით დაგვამახსოვრეს, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წყვილი სამაგალითო ცოლ-ქმარია.

ერთ-ერთი გამოსვლის დროს  მოულოდნელად გაწვიმდა, თუმცა ჰარის მხარდასაჭერად მეუღლე მივიდა და ემოციური გამოსვლის მიმდინარეობისას მეუღლე ქოლგის ქვეშ შეიფარა, რამაც თავად ჰარიც გაახალისა.

„It’s alright, I’ve got my wife!” (ყველაფერი კარგადაა, ჩემი მეუღლე გვერდით არის!) - ამ სიტყვებით გაახალისა საზოგადოება პრინცმა ჰარიმ.

უსაყვარლესი კადრები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად გავრცელდა.

ამ ფაქტმა საზოგადოებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქცევა გაახსენა, როცა მან რამდენიმე დღის წინ მეუღლე ქოლგის გარეშე დატოვა.