როდესაც საქმე ცნობილ პიროვნებებს ეხება, ყველანაირი სიახლისთვის უნდა ვიყოთ მზად, როგორც აღმოჩნდა, ბევრმა ვარსკვლავმა, რომელსაც გარკვეული სახელითა და გვარით ვიცნობდით, გარკვეული მიზეზების გამო სახელის შეცვლა გადაწყვიტა, გადავხედოთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც ნამდვილი სახელით არ ფიგურირებენ საზოგადოებაში.
1. ბრუნო მარსი
კალიფორნიელი მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარი პიტერ ჯინ ჰერნანდესია. ბრუნო მას ბავშვობაში მამამ შეარქვა, მოგვიანებით ამ სახელს მარსი თავად დაუმატა, რადგან გოგონები მას ხშირად უწოდებდნენ მარსიანელს.
2. მეგან მარკლი
სასექსის ჰერცოგინიის ნამდვილი სახელი და გვარი რეიჩელ მეგან მარკლია თუმცა უცნობია, თუ რატომ გააკეთა ყოფილმა მსახიობი აქცენტი მეორე სახელზე.
3.ემა სტოუნი
მსახიობის ნამდვილი სახელი ემილია, თუმცა 16 წლის ასაკში მისი გადაკეთება მოუწია, რადგან სამსახიობო სფეროში უკვე არსებობდა ემილი სტოუნით ცნობილი პიროვნება.
4. ვინი ჰარლოუ
იგივე შანტელ ბრაუნ-იანგია, ვინი ჰარლოუ კი ბავშვობის ზედმეტსახელის გამო შეარჩია.
5.ჯიჯი ჰადიდი
მოდელის ნამდვილი სახელი ჯელენა ნურა ჰადიდია და სახელი, რომლითაც მას საზოგადოება იცნობს დედის - იოლანდა ჰადიდის დამსახურებაა, რომელიც შვილს სწორედ ასე მიმართავდა.
6.ირინა შეიკი
მოდელის ნამდვილი სახელი და გვარი ირინა ვალერიოვნა შეიხლისლამოვნაა, მოდის ინდუსტრიისთვის ირინამ გადაწყვიტა სახელის უფრო გამარტივებული ვარიანტი შეერჩია.
7. მილა კუნისი
მსახიობის სრული სახელი და გვარი მილენა მარკოვნა კუნისია.
8. ჯონ ლეჯენდი
მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჯონ როჯერ სტივენსია.